понедельник, 13 мая 2013 г.


1.      ხალხური  მედიცინა („სიზმარში  დამწვარი“)
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა)_ადამიანების ცხოვრებაში ხშირად თავს იჩენს ისეთი დაავადება,რომელსაც ხალხში „სიზმარში დამწვარს“ეძახიან (სამედიცინო ენაზე ეს ჰერპესის სახეობაა). ჩვენი პროექტის იდეაა გავაცნოთ საზოგადოებას როგორ  შეიძლება ამ დაავადების  განკურნება ხალხური ცოდნის გამოყენებით, მედიკამენტური ჩარევის გარეშე.
3.      პროექტის აქტუალობა_ამ დაავადების ე.წ. „დაკვესების“ გზით მკურნალობა ადამიანებს ააცილებს დაავადების დროში გაწელვას, ფინანსურად არ დაიხარჯებიან და მინიმალურია მისი განმეორებით დაავადების შესაძლებლობა.
4.      პროექტის მიზნები_ მოსწავლეები მოიძიებენ ისეთ გვარებს, რომელთა წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ დაავადების განკურნება, ჩაიწერენ მათ მონათხრობს მკურნალობის ამ მეთოდის  წარმოშობის , აქტუალობის და შედეგების შესახებ. გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას. აიღებენ ინტერვიუს  განკურნებული ადამიანებისგან. ამ ყველაფერს განვათავსებთ ინტერნეტში და ამით დავეხმარებით ბევრ ადამიანს ადვილად დაძლიოს ეს დაავადება.
5.   მონაწილეთა ასაკი_1X კლასი.
6.      ვადები/ ხანგრძლივობა:  2-3 კვირა.
7.      მოსალოდნელი შედეგები: (პროდუქტები,  რაც შეიძლება შეიქმნას) ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა. ინტერვიუ მკურნალთან და განკურნებულ ადამიანებთან.საპრეზენტაციო მასალა განთავსდება PP -ში. შეიქმნება საიტი, რომელზეც განთავსდება სასწავლო პროექტის განხორციელების ყველა საფეხურის ამსახველი მასალები.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფურცლები, კალმები, ფოტოაპარატი, ვიდეო ტექნიკა,ისტი და სხვა დამხმარე საშუალებები.
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):    
1.თემის შერჩევა , პრობლემის და მიზნის განსაზღვრა.
2.სამუშაო ჯგუფების შექმნა, ლიდერების არჩევა და მის მიერ საქმიანობის განსაზღვრა და დანაწილება.
3.რესურსების მობილიზება და პროექტში მონაწილე ადამიანების გაფრთხილება.
4.კითხვების შედგენა ინტერვიუსთვის.
5.“მკურნალებთან ვიზიტი,ინტერვიუ,ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა.
6.პაციენტთან ვიზიტი, ინტერვიუ, ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა.
7.წარდგენა: თითოეული ჯგუფი ამზადებს, შეგროვილი მასალის მიხედვით , პროექტის მიმდინარეობის ანგარიშს  და აერთიანებენ მიღწეულ შედეგებს ერთი პრეზენტაციის სახით.
8.შეფასება: შეფასების რუბრიკის შესაბამისად მასწავლებელი აფასებს პროექტის განხორციელებას და მიღებულ შედეგებს.     
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1.ქართული ენა და ლიტერატურა: კითხვარების შექმნა, ინტერვიუს აღება,მოპოვებული მასალის დახარისხება და ჩანაწერების გაკეთება.  პრეზენტაციის მომზადება.
2.ისტი : საიტის შექმნა, პრეზენტაცია PP-ში  .
3.ესგ :  1.მთ.1X-11 მოსწავლეს შეუძლია მონაცემების შეგროვება და მოწესრიგება.
2.მთ. 1X-13  შეგროვილი მასალის ანალიზი და დასკვნების გაკეტება.
3. აქვს პრეზენტაციის უნარი.
11.პროექტის ხელმძღვანელი-მზია მათიაშვილი .
12.ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:mziamatiashvili@gmail.com
13.             

Комментариев нет:

Отправить комментарий